აქცია ენგურის ხიდზე

საოკუპაციო „საზღვრის“ გახსნის მოთხოვნით, ენგურის ხიდზე საპროტესტო აქცია გამართეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. აქციის მონაწილეების თქმით, ერთი წელი გავიდა რაც ოკუპირებული ტერიტორიების დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი საოკუპაციო ხაზი ჩაკეტილია და იქ მცხოვრები მოქალაქეები ელემენტარული პირობების გარეშე არიან დარჩენილები. აქციის მონაწილეები პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

მოამბე