ენერგოომბუდსმენის განცხადებით, სავარაუდოდ, იკვეთება „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი.
სალომე ვარდიაშვილი კომპანიას ახსნა-განმარტებას სთხოვს.
ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და ავთანდილის ქუჩაზე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.