ენერგოომბუდსმენის ბრიფინგი

ენერგოომბუდსმენის აპარატმა 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სექტორში, ჯამში 15 513 მიმართვა შევიდა. მათ შორის ყველაზე მეტი, 1000-მდე საჩივარი ელექტროენერგეტიკის მიმართულებით არის შეტანილი. ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი, გამოწვევად წყალმომარაგების სისტემაში არსებულ მოძველებულ ინფრასტრუქტურასა და წყალსარინებთან დაკავშირებულ პრობლემას ასახელებს. რაც შეეხება ბუნებრივი აირის სექტორს, სალომე ვარდიაშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონებში უსაფრთხოების თემა კვლავ მძიმე პრობლემას წარმოადგენს.