ენერგოომბუდსმენის განცხადება

12:31, 10.11.2020

ენერგოომბუდსმენი დადებითად აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მომხმარებელთა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადის სუბსიდირების შესახებ.  გადაწყვეტილება შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც თვეში 200 მ³-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირსა და 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას დახარჯავენ. სალომე ვარდიაშვილის შეფასებით, ეს არის ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება, რადგან პანდემიამ მოსახლეობის ნაწილი შემოსავლის გარეშე დატოვა და ეს შეღავათი მათზე დადებითად აისახება.

მსგავსი