„ემიგრანტები საქართველოსთვის“ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საქართველოს პრემიერის განცხადებით მიმართეს.
განცხადებას სხვადასხვა ქვეყნიდან 71 ემიგრანტი აწერს ხელს. ისინი, ირაკლი ღარიბაშვილს 21 სექტემბერს, ემიგრანტების პირველ ყრილობაზე იწვევენ, რომელიც სამეცნიერო სპექტრის მხარდაჭერით გაიმართება.
მათივე განცხადებით, ყრილობაზე ემიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემებს განიხილავენ და მათ აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმას წარადგენენ. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნული საკითხების მოგვარებაში პრემიერის აქტიური ჩართულობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.