დღეს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედარს ედინბურგიდან ლონდონში გადაასვენებენ. გაერთიანებული სამეფოს დედოფალს 19 სექტემბერს, ვესტმისტერის სააბატოში დაკრძალავენ. ამჟამად ცხედარი ედინბურგის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. საკათედრო ტაძარში დედოფლისთვის პატივის მისაგებად გამართულ მემორიალურ ღონისძიებაში, მეფე ჩარლზ მესამემ მიიღო მონაწილეობა. ცერემონიას მასთან ერთად მისი და – პრინცესა ანა და ძმები – პრინცი ენდრიუ და პრინცი ედვარდი ესწრებოდნენ. მანამდე მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე შოტლანდიის პარლამენტის სესიას დაესწრნენ, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ეს მონარქის სტატუსით ჩარლზის პირველი ვიზიტი იყო შოტლანდიის პარლამენტში. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლას ტერჯენმა მეფე ჩარლზ მესამეს შოტლანდიელების სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.