ერთწლიანი პაუზის შემდეგ, „ეზო ფესტივალის“ ტერიტორიაზე საპილოტე ღონისძიება გაიმართება. მიზანი, საქართველოში საკლუბო კულტურის აღდგენაა. ღონისძიება, რომელიც მთაწმინდაზე 7 აგვისტოს დაიწყება, ერთგვარი ექსპერიმენტია. ორგანიზატორები დაგეგმილი პროექტით შეეცდებიან კონცეფცია შეიმუშაონ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს საკლუბო ცხოვრება პანდემიის პირობებში, ისე, რომ ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე იყოს შემცირებული. უსაფრთხო ღონისძიება მსოფლიოს დიდი ქალაქების პრაქტიკის გათვალისწინებთ დაიგეგმა. ივენთზე დასწრებას მხოლოდ ტესტირებული და ვაქცინირებული სტუმრები შეძლებენ.