„არტ გენი“ იწყება

პანდემიის მიუხედავად, „არტ გენი“ წელს მაინც ჩატარდება.

ფესტივალი, რომელიც ფოლკლორული შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით 2004 წლიდან ეწყობა, ამჯერადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მოივლის. საფესტივალო პროგრამა მრავალფეროვანია, იქნება სიახლეც.

ფესტივალის ჩვიდმეტ წლიან ისტორიაში პირველად ჩატარდება ღამის არტგენი, რომელიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებზეა გათვლილი. „არტ გენი 2020“ ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.  ფოლკლორული ფესტივალი სტარტს ხვალიდან აიღებს და ორ აგვისტოს „გომის მთაზე“ დასრულდება.