ფესტივალი „ნაკრძალი“

29 აგვისტოს, ლაგოდეხი ელექტრონული მუსიკის ფესტივალს – „ნაკრძალს“ უმასპინძლებს. ორგანიზატორების განცხადებით, კახეთში მსგავსი მასშტაბის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი პირველად იმართება და ტრადიციად დამკვიდრდება. ფესტივალის ლაიტმოტივი ხარისხიანი მუსიკა იქნება. „ნაკრძალის“ სტუმრები ცნობილ ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს მოუსმენენ. ფესტივალის მიზანი, რეგიონისა და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციაა.