ბორის ბრეჟა საქართველოში ჩამოდის

წარმატებული გერმანელი არტისტი ბორის ბრეჟა, რომელმაც ელექტრონული მუსიკის სცენაზე თავი მრავალფეროვანი და განსხვავებული ჟღერადობის მუსიკით დაიმკვიდრა, მალე თბილისს ესტუმრება. დიჯეი ქართველი მსმენელისათვის 27 მაისს დაუკრავს. მუსიკოსი, რომელიც 10 სტუდიური ალბომის, 20-ზე მეტი სინგლისა და უამრავი რემიქსის ავტორია, საქართველოში უკვე მეოთხედ ჩამოდის. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.

რა ელოდებათ ქართველ მელომანებს, – ნატა ტაბიძე დეტალურად მოგიყვებათ.