კლუბების წარმომადგენელთა განცხადება

ასოციაცია „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“ და ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები  ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ. მათ პანდემიის გავლენასთან დაკავშირებით ისაუბრეს და შექმნილ მძიმე ვითარებას გაუსვეს ხაზი. ისინი ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ.