ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის, „ჭა“ ჩვენება გაიმართა.
მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი რეჟისორმა რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით გადაიღო.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებული პროექტია, რომელიც რეჟისორმა საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით გადაიღო. ფილმის პრემიერა პირველი არხის ეთერში თებერვალში იგეგმება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო რეჟისორის მოგონებების წიგნი.
ელდარ შენგელაია გუშინ 87 წლის გახდა.