ყოფილი გენერალური აუდიტორისა და ყოფილი მთავარი პროკურორის დაპირისპირების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება.
პროცესი 4 საათზეა ჩანიშნული. საქმე ეხება გასული წლის 13 მაისს „ელ ცენტროში“ მომხდარ ინციდენტს.
ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურა ყოფილი მთავარი აუდიტორის ცემას ედავება. ბრალი მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯარიმას ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა საქმეში დაზარალებული მხარის ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ამავე საქმეზე ბრალი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, მიხეილ ჩოხელსაც აქვს წარდგენილი.