როგორ მოხდება მედიკამენტების ფასების დარეგულირება – არსებული პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში განიხილეს, რომელიც მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ გააცნო. პრემიერ-მინისტრმა, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას.