ეკონომიკური ფორუმის მეორე დღე ტექნოპარკში

ეკონომიკური ფორუმის მეორე დღე ტექნოპარკში. კონფერენცია დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გახსნა. მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. როგორიც არის ბაკურიანში ახალი საბაგიროს მშენებლობა, კობში საზოგადოებრივი პარკინგის მოწყობა, თაბორის რეაბილიტაცია.

აბასთუმნის განვითარების გენგეგმის შემუშავება, რომლის მიხედვითაც კურორტზე 6 000 სასტუმროს ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი. დღესვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აგრარულ სექტორში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

საუბარი იქნება ასევე საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებაზეც. რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს ეკოლოგიური ეკონომიკის შესაქმნელად.