საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე დღეს მეცხრე ნომრად წარდგება. კონკურსი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა პირდაპირ ეთერში „პირველი არხი – სპორტზე“ იქნება შესაძლებელი.
ქართველი კონკურსანტი სიმღერას To My Mom შეასრულებს. ქართველი კონკურსანტის სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. რეპორტაჟი მადრიდიდან.
საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის გამო, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირი ტრანსლირება დღეს „პირველი არხი – სპორტზე“ მოხდება.
ევროვიზია