საბავშვო ევროვიზია 2024

საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე დღეს მეცხრე ნომრად წარდგება. კონკურსი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ქართველი კონკურსანტი სიმღერას To My Mom შეასრულებს. ქართველი კონკურსანტის სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. რეპორტაჟი მადრიდიდან.

ევროვიზია