„ევროვიზია 2024“

დღეს გახდება ცნობილი ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა – ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს. კონკურსის პროდიუსერების გადაწყვეტილებით, ის მაყურებლის წინაშე 24-ე ნომრად წარდგება. კონცერტი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მასში 26 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ევროვიზიის ფინალის ხმის მიცემაში მონაწილეობს როგორც ჟიური, ასევე მაყურებელი. ჟიურის ქულებს კონკურსის მონაწილე 37-ივე ქვეყანა გამოაცხადებს. ამავე ქვეყნებიდან საქართველოსთვის ხმის მიცემაა შესაძლებელი.

კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

როგორია განწყობა და მზადების პროცესი, მარიკა შალიკაშვილი შვედეთის ქალაქ მალმედან.

საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია

ევროვიზია