მაისში ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გასულ თვეში მონაცემმა 7.5 % შეადგინა, რაც 2014 წლის შემდეგ პრეცედენტულია. და ეს იმ ფონზე, როცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სიღარიბე ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ამ გარემოებას ექსპერტები და პოლიტიკოსები იმით ხსნიან, რომ ეკონომიკურ ზრდას მოქალაქეთა ნაწილი მაინც ვერ გრძნობს. გამოსავალს სპეციალისტები ეკონომიკის ყველა დარგის თანაბრად ზრდაში ხედავენ.
სტატისტიკით, ყოველი მეორე დასაქმებული სოფლის მეურნეობაში მუშაობს. ამ სფეროს წილი კი მთლიან შიდა პროდუქტში ძალიან დაბალია.