მაისში გაზრდილი ეკონომიკა და დავალიანების ჩამოწერა კომპანიებისთვის

მაისში ქვეყნის ეკონომიკის, 7,5%-ით ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკის შედეგია. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ- მინისტრმა განაცხადა. მამუკა ბახტაძე საქსტატის მონაცემებს გამოეხმაურა და დადებითი ტენდენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, კომპანიებს,  რომლებმაც მუშაობაა შეაჩერეს 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების გამო, დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერის თქმით, ინიციატივა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.