საქსტატი - მაისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა
საქსტატი - მაისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა

მაისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის
პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის,
საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში“, – აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.