გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნო. სოფელში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან მას შემდეგ არსებობს, რაც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დაიხურა და ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა. ბოლო წლებში ხელისუფლებამ აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტი, რომელიც ტერიტორიის გაწმენდას გულისხმობს.