„ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია“ ეკოაკადემიას აფუძნებს.
აკადემია ახალი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, სადაც მთავარი აქცენტი სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებაზე, ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე გაკეთდება. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პრაქტიკული რჩევები მოწვეული ტრენერებისგან, დარგის სპეციალისტებისა და გარემოს დამცველებისგან, რომლებიც ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებენ.