შეხვედრა ბიზნესთან

ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესასოციაციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. საქმე ეხება მთავრობის მიერ შემუშავებულ ახალ პროგრამას, რომელიც განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის ახალ სქემას ითვალისწინებს. მთავრობაში ფიქრობენ, რომ ახალი სქემა დარგის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის და შედეგად საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა გაიზრდება.