ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, საქართველოში 14-მა წამყვანმა ბიზნესასოციაციამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივო განცხადება გააკეთა. ასოციაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესისადმი. მათი თქმით, ევროინტეგრაციით ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდება. ასევე, ასოციაციის წევრების განმარტებით, სტატუსის მინიჭებით ქვეყანას უფრო მეტი სტაბილური ეკონომიკური მოკავშირეები გაუჩნდება.