„აბრეშუმის გალერეაში“ ქართველი ფერმწერის, ეკატერინე ბაღდავაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ექსპოზიციაზე მხატვრის ოჯახში დაცული 25 ნამუშევარი გამოიფინა. ნაჩვენებია ასევე ვიდეორგოლი, რომელიც მხატვრის შემოქმედებით პროცესს ასახავს. ხელოვანის ნამუშევრები სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაშია დაცული. გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.