უკვე 4 საათია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხი, არჩილ ტატუნაშვილის საქმე და მისი ორგანოების გადმოცემაა. დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში სულ ათი საკითხია, ერთ-ერთი ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე იქნება. ასევე, საუბარი შეეხება ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის შემთხვევებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს.