ეგრნეთის მოლაპარაკება

უკვე 4 საათია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.   მთავარი განსახილველი საკითხი, არჩილ ტატუნაშვილის საქმე და მისი ორგანოების გადმოცემაა.  დღევანდელი შეხვედრის  დღის წესრიგში  სულ ათი საკითხია, ერთ-ერთი ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე იქნება. ასევე, საუბარი შეეხება ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის შემთხვევებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს. 

დატოვე კომენტარი