რა მიზეზით ჩაიშალა გალში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა 

15:15, 27.06.2018

რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებმა გალში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა ჩაშალეს. ამის შესახებ გალის შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ, პირველ არხთან სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა.

ირაკლი ანთაძის  თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია” რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოტივით გამოიყენეს. კერძოდ, მათ შეხვედრის ფორმატისთვის შეუფერებელი შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს გიგა ოთხოზორიას თემის ამოღება, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

 

მსგავსი