ე.წ. შავი სია უქმდება
ბანკებში ე.წ. შავი სიები შესაძლოა, გაუქმდეს.
პირველი სექტემბრიდან მოქალაქეთა საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი იცვლება. ეს კი ნიშნავს, რომ ვადაგადაცილების შემთხვევაში კლიენტებს ნეგატიური საკრედიტო სტატუსი აღარ მიენიჭებათ. ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უბრალოდ შეამოწმებენ, როგორ იხდიდა მსესხებელი დავალიანებას და შეაფასებენ, იმსახურებს თუ არა მოქალაქე ახალ სესხს.
სექტემბრიდან საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროს მუშაობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა.