მთავრობის სხდომა

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ქვეყანაში აღარ გააგრძელებს. მოიხსნება „კომენდანტის საათი“, თუმცა, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გარკვეული შეზღუდვები მაინც დარჩება.

პრემიერმა დღესვე საბანკო შეღავათების კუთხით, მთავრობის ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და კომპენსაციას იღებს, სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდება. ასევე, იმ მოქალაქეებს, რომელთაც შეუმცირდა შემოსავალი, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ, ბანკებს საკრედიტო პროცენტის სამი თვით გადავადების მოთხოვნით მიმართონ.

დეტალებით ანა ბროლაძე.