გიორგი ვაშაძის განცხადება

გიორგი ვაშაძე ბანკების მხრიდან მოსახლეობის დაზარალებაზე საუბრობს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებლის განცხადებით, მაშინ, როცა მოქალაქეები პანდემიის ფონზე გაკოტრების პირას არიან, ბანკები მაქსიმალურ მოგებაზე მუშაობენ.

ვაშაძემ, მაგალითად, ეროვნული ბანკის 2020 წლის მეორე კვარტლის ოფიციალური მონაცემები მოიყვანა და განაცხადა, რომ ბანკების საკუთრებაში 220 მილიონი ლარის ქონება გადავიდა. საკითხის მოსაგვარებლად კი ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.