საბანკო რეგულაციები გამარტივდა

 კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური შედეგების ფონზე, მარტივდება საბანკო სესხის აღება. ეროვნულმა ბანკმა 2019 წლიდან ჭარბვალიანობის წინააღმდეგ გამკაცრებული საბანკო რეგულაციები გარკვეულწილად შეარბილა. ეს ნიშნავს, რომ სესხის აღების დროს მოქალაქის შემოსავლების შესწავლა ბანკებს შიდა წესებით მოუწევთ და, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, სესხის ამოღებისას მხოლოდ კარგი გადამხდელის სტატუსი და მის მიმართ ნდობა გახდეს საკმარისი. ასევე, იზრდება სესხის აღების ლიმიტები. ეს კი განსაკუთებით მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც დაბალი ხელფასი აქვთ.