ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულს ოპერაცია უტარდება

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, გულის შეტევით ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა.