ე.წ. 3+3-ის ფორმატში საქართველო წარმოდგენილი არ იქნება

ე.წ. 3+3-ის ფორმატში საქართველო წარმოდგენილი არ იქნება. საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყანა ამ დისკუსიაში მონაწილეობას არ განიხილავს. შეხვედრა მოსკოვში ხვალ იგეგმება. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას“ – ნათქვამია განცხადებაში.