საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

„საქართველო ვერ იქნება ჩართული სამშვიდობო პლატფორმაში, რომელშიც მონაწილეობს ოკუპანტი ქვეყანა“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. ის რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. საუბარია რუსულ მედიით გავრცელებულ, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „რუსეთი მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მისწრაფებას, მონაწილეობა მიიღონ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენაში. უკვე ისმის ინიციატივები, რომ აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით, ახალი რეალობის გათვალისწინებით, რეგიონში ურთიერთობის დამყარებას ცდილობენ“.  როგორც ამ განცხადების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი ინიციატივა ვერ იქნება პერსპექტიული, ვიდრე დეოკუპაციის მიმართულებით არ გადაიდგმება  შესაბამისი ნაბიჯები,

დატოვე კომენტარი