მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი

ჟენევის მოლაპარაკებებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ვითარება, დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იყო.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ქართულმა მხარემ სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

დატოვე კომენტარი