განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ეხმაურება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, გრიგოლ გეგელია. მისი თქმით, საქართველოში ირანელი მინისტრის სტუმრობა შესაძლოა უკავშირდებოდეს „კავკასიის ექვსეულის“ წევრობას, რაც მკაფიოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საგარეო პოლიტიკას, რადგან ამ ექვსეულში მოიაზრება რუსეთის ფედერაციაც. პარტია „ლელოს“  წევრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიზიტის შინაარსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში დღეს ელოდებიან. დიპლომატი საქართველოში სომხეთიდან ჩამოდის. მანამდე ის აზერბაიჯანის რესპუბლიკას სტუმრობდა.