ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენა ეროვნულ მუზეუმში

ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების – ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენას ეროვნულ მუზეუმი უმასპინძლებს.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომებს, რომლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, კავკასიის ბუნება და ადამიანების ყოფაა ასახული. ასევე ფოტომასალას, რომელიც თბილისის სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის ისტორიული შენობის მშენებლობას აღწერს; წიგნებსა და ალბომებს საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის შესახებ.

მუზეუმისათვის გადაცემული პირადი არქივიდან დამთვალიერებელი ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებსაც შეიტყობს.

უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილს, ვირჟინი ანლარს უკავშირდება.