ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000-ს აღწევს. 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11 საათზე მოხდა. როგორც მედია წერს, დაშავებულთა რიცხვი 9 000-ს აღემატება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.