თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა. ქვეყნის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 74 242 ადამიანი. მედიის ცნობით, თურქეთის სამხრეთ რეგიონებიდან, სტიქიის ზონიდან 75 780 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში, რომელიც ინტენსიურად გრძელდება, 121 000 ადამიანი მონაწილეობს. 6 თებერვალს თურქეთში ძლიერ მიწისძვრას 1 509 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.