ძლიერი მიწისძვრა ირანში

18:18, 02.07.2022

ირანში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სტიქიას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 49 დაშავდა. ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით ჰორმოზგანის პროვინციაში დაფიქსირდა. რასაც 24 განმეორებითი ბიძგი მოყვა, მათგან ორის მაგნიტუდა 6.1 და 6.3-ს შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს მეზობელ ქვეყნებში.

 

მსგავსი