მიწისძვრა საქართველოში

საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ჯავახეთის ზეგანზე იყო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან. სეისმოლოგების განმარტებით, ის შედარებით ძლიერი მიწისძვრების მაჩვენებელს განეკუთვნება. მათივე განმარტებით, განმეორებითი სუსტი ბიძგები მოსალოდნელი იყო.

მიწისძვრა 22:25 საათზე დაფიქსირდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგების სიძლიერე 5.8 მაგნიტუდა იყო, თუმცა მოგვიანებით მონაცემი დაზუსტდა და შესწორდა.

დატოვე კომენტარი