მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფაროსანას მიერ დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაციები გადასცენ.
ლიდერები ზარალის დათვლისთვის და შემდგომ კომპენსაციის გაცემისთვის ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ თხილის მოსავლის განადგურება ფაროსანას არ გამოუწვევია და ეს ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური სპეკულაციაა.