სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან შეხვედრებს იწყებს გაერთიანებული ოპოზიცია. „ძალა ერთობაშიას“ საარჩვენო შტაბის ლიდერები დღეს ეკონომიკის, განათლების, სასამართლოს, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოპოზიციამ მათ საკუთარი პრიორიტეტები და გეგმები გააცნო. საარჩევნო შტაბში, თემატურ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე მსჯელობენ.