დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა აღიარა, რომ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა მაიკლ ფლინმა ბრალი აღიარა. მან განაცხადა, რომ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა. მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, თანამდებობა 2017 წლის თებერვალში დატოვა. ის ფედერალურმა ბიურომ გასულ წელს, რუსეთის ელჩთან შეხვედრის საქმეზე დაკითხა, რა დროსაც ფლინმა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე რუს დიპლომატთან საუბარი უარყო.
მას ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის დამოუკიდებელმა პროკურორმა წაუყენა, რომელიც შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს იძიებს.