ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, სადაც ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულია დ.ღ., ზვიად კუპრავა დაკითხეს.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. როგორც კუპრავამ ჩვენების მიცემის შემდეგ განაცხადა, კითხვები დაუსვეს, თუ საიდან ქონდათ მას და ზაზა სარალიძეს ინფორმაციები, რომელსაც ეტაპობრივად ასაჯაროებდნენ. მისივე განცხადებით, კითხვები ასევე ეხებოდა ჩანაწერს, რომელიც არასრულწლოვნებთან მისი და ზაზა სარალიძის შეხვედრის შესახებ ტელევიზიით გავრცელდა.

შემდეგი პროცესი დ.ღ.-ს საქმეზე 31 დეკემბერს გაიმართება.