ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს უფლებების დამცველი მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

ადვოკატ ფრიდონ სახუაშვილის განმარტებით, დ.ღ.-მ გამოძიებას, ასევე სასმართლოს სწორი ჩვენება მისცა და არ დაუმალავს ის, რაც  1-ელ დეკემბერს არასრულწლოვნების დაპირისპირებისას პირადად ნახა. ადვოკატი პასუხისმგებლობას იმ პროკურორს აკისრებს, რომელებიც მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში მხარს უჭერდნენ.

ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსნებთ, რომ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს სასმართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.