ლეგენდარულ ქართველ მსახიობს, მეგობრები და კოლეგები იხსენებენ.
დოდო აბაშიძეს 95 წელი შეუსრულდებოდა. მსახიობი, რომელმაც კინოსა და თეატრში ათეულობით საინტერესო როლი შექმნა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობდნენ.
რუსთაველის თეატრის დასში დაწყებული კარიერა და სახასიათო პერსონაჟები, რომლებმაც მსახიობს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, – დოდო აბაშიძის შემოქმედებას, მარიკა შალიკაშვილი გაგვახსენებს.