ჟვანიას ქუჩის მცხოვრებლები მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის ნგრევას აპროტესტებენ
აქცია ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით. მოსახლეობა მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის ნგრევას აპროტესტებს. მათი განცხადებით, ახალი კორპუსების აშენება ვიწრო ქუჩაზე გადაადგილებას შეუძლებელს გახდის, თუმცა, მთავარ საფრთხეს ისინი კლდის მოჭრაში ხედავენ.
მოქალაქეებმა დღეს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “სენის” კვლევა წარმოადგინეს და მერიისგან პროექტის შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მათი თქმით, ტერიტორია მდინარე ვარაზისხევის კალაპოტს წარმოადგენს, სადაც ნაშალი იყრება და ძლიერი წვიმის და ღვარცოფის შემთხვევაში მიმდებარე ქუჩებს საფრთხეს უქმნის.